ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყეში ხანძარია – მაშველები ვითარებას შორიდან აკვირდებიან
ოკუპირებული გაგრის რაიონში, მამზიშხას მთაზე დაახლოებით 30 ჰექტარი ტყე იწვის.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ტყეში ხანძარი 12 დეკემბრის დილის საათებში იყო შემჩნეული, მაშინ ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზე იყო გავრცელებული, თუმცა, უკვე ღამისკენ არეალი გაფართოვდა.
როგორც სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა, დავით ბგანბამ თქვა, ცეცხლის ჩაქრობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ვითარებას აკვირდებიან და რეაგირებისთვის მზად არიან.
მისი თქმით, რეგიონის მცხოვრებლებსა და სახლებს საფრთხე არ ემუქრება.