ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ევროკავშირის წარმატებულ ურთიერთობებს და საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით წარმატებულ თანამშრომლობას ევროკომისიის ექსპერტებთან.

ევროკომისართან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული დაახლოებისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე სრული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ასევე, აღმოსავლეთ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას პარტნიორობის საფლაგმანო პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის. ამ კონტექსტში დადებითი შეფასება მიეცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოს საფლაგმანო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს მედეგობის განმტკიცებას და ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას.

საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს და მისი ადაპტირების აუცილებლობას რეგიონში არსებული ცვლილებების შესაბამისად. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები