ილია დარჩიაშვილი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილია
“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია, ჩვენ სხვა სივრცეში არ ვართ და ეს განწყობა იყო ცალსახა, რადგან საქართველო არ არის დიფერენცირებული, საქართველო ნაწილია გაფართოების და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ეს განწყობა მივიღეთ პარტნიორებისგან”, – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტერიალს.
მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ისწრაფვიან გადადგან შემდგომი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს მიღებული მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, არ მქონია ის განცდა, რომ სამეული დიფერენცირებულია. ჩვენი კოლეგების განცდაა, რომ საქართველო ამის ნაწილია, სამეული აგრძელებს განვითარებას, სამეული არის პერსპექტიული ქვეყნებს გაერთიანება, რომელმაც მომავალში ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას შეეხება, იმ ხელშესახებ შედეგებს, რომლებიც უკვე გვაქვს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია, ჩვენ სხვა სივრცეში არ ვართ და ეს განწყობა იყო ცალსახა, რადგან საქართველო არ არის დიფერენცირებული, საქართველო ნაწილია გაფართოების და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ეს განწყობა მივიღეთ პარტნიორებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ შევუდექით გზას, რათა რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი, ეს განწყობა და დამოკიდებულება არ იგრძნობა. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ისწრაფვიან გადადგან შემდგომი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.