ჯეიმს კლევერლი: ვერ ვხედავ იმის მტკიცებულებას, რომ ვლადიმერ პუტინს ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა სურს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით პუტინის მზაობას ვერ ხედავს.
„მე ნამდვილად ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან იმას, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა სურს. ფართო რიტორიკა ჯერ კიდევ ძალიან კონფრონტაციულია”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია ის გარემოებები, რომლებშიც ისინი რუსეთთან მოლაპარაკების საწარმოებლად მზად იქნებიან.
„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, ის უნდა იყოს შინაარსიანი”, – განმარტა კლევერლიმ.