საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა.

ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

შესაბამისი ტექნიკა უკრაინას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის დახმარებით გადაეცა.

ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთმა უკრაინას 32 ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, რომელიც, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორისთვის დახმარებასაც გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები