„ელისო”, „სურამის ციხე”, „ბელა”, „ქაჯეთი” და „ღრუბელთა თავშესაფარი” – ეროვნული არქივის კინოთეატრში კინოჩვენებები გრძელდება

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 1920-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება,” – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

“წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირის პროგრამას: 9 დეკემბერი, 19:00 – „ელისო” (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, 1928 წელი) 10 დეკემბერი, 17:00 – „სურამის ციხე” ( რეჟისორი ივანე პერესტიანი, 1922 წელი) 10 დეკემბერი, 19:00 – „ბელა” (რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი). 11 დეკემბერი, 18:00 – „ქაჯეთი” (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე, 1936) 11 დეკემბერი, 19:00 – „ღრუბელთა თავშესაფარი” (რეჟისორ ზაქარია ბერიშვილი, 1928) კინოჩვენებები იმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან)” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები