ირაკლი კობახიძე სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სახელობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის სტიპენდიანტებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სახელობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის სტიპენდიანტებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს.