ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი იმ დროს დაბომბეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, სოფელ იამპოლის ცენტრალური მოედანი იმ დროს დაბომბეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ.

მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ დაწერა.

მისი თქმით, იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და სულ მცირე, შვიდი საცხოვრებელი სახლი.

სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები