ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობის“ რამდენიმეკაციანი აქცია არ მგონია, საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განაცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” აქციები საზოგადოებაში ინტერესს არ იწვევს.
„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დასრულების რეჟიმში აქტიურად გადასული. “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმეკაციანი აქცია არ მგონია, საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, „ნაცმოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ, მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. როგორც პარტიის წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, განიხილება ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის – აქციები.