ღუდუშაური – სააკაშვილზე: მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს – არის ხელოვნური აჟიოტაჟი

სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე. მოვლენებს ობიექტურად უნდა შევხედოთ, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს – არის ხელოვნური აჟიოტაჟი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი არის თვითონ. ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. როცა პირი წინააღმდეგობაშია იმ პროტოკოლთან, რომელიც განესაზღვრა, თუნდაც – ექიმების მხრიდან, ჩემი აზრით, ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მგონია, უადგილოა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირმა თვითონ გადაწყვიტა როგორც ჩანს. თავიდან კარგად ხედავდით მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა. მოვლენებს ობიექტურად უნდა შევხედოთ, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს არის ხელოვნური აჟიოტაჟი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები