უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 443 ბავშვია დაღუპული, 853-ზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ბავშვების უმეტესობა დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ჩერნიგოვის, ლუგანსკის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
ასევე, ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო იერიშების შედეგად 2719-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 332 მთლიანად განადგურდა.
გაერო-ს 5 დეკემბრის მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 424 ბავშვია. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოცემული ციფრები წარმოადგენს ამ დროისთვის დოკუმენტირებულ და დადასტურებული მონაცემს. მსხვერპლი კი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.