ოკუპანტების დღევანდელ სარაკეტო იერიშს ზაპოროჟიეში ორი ადამიანი შეეწირა

უკრაინაში საჰაერო განგაში გრძელდება. 

ქვეყნის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში სარაკეტო იერიშია, ჭურვების ნაწილს საჰაერო თავდაცვა იგერიებს, თუმცა, ფიქსირდება რაკეტების ჩამოვარდნა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოსოფიევკაში იერიშს ორი  ადამიანი შეეწირა, კიდევ ორი დაშავდა. სოფელში რამდენიმე კერძო სახლია დანგრეული, ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

ოდესის ოლქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი, ერთი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

ენერგეტიკულ ობიექტებზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით, “უკრენერგომ” ჩერკასკისა და სუმის რეგიონებში სპეციალური გრაფიკები აამოქმედა.

კიევის ოლქში რაკეტების მოგერიება მოხერხდა, თუმცა, კიევში ხალხი მეტროშია ჩასული.

როგორც მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, „მეტროპოლიტენის ზოგიერთ სადგურზე მგზავრების ჩამოსვლა შეუძლებელია ადამიანების სიმრავლის გამო. დედაქალაქის მოსახლეობა და სტუმრები მეტროს თავშესაფრად იყენებენ. კიევში საჰაერო განგაში გრძელდება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები