დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის)2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„2021 წელს ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოებისა და სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ზედმიწევნით სრულად შევასრულეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგულარულად ვახორციელებდით აქტივობებს, დავნერგეთ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე სისტემები და დავიწყეთ აქტიური მუშაობა ინოვაციური მეთოდების განვითარების მიმართულებით, განვახორციელეთ საქსტატის IT ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და მთლიანი სისტემის განახლება, საფუძველი ჩავუყარეთ ახალ კვლევებს, განაცხადა გოგიტა თედორაძემ .
მისი თქმით, სამსახურის მიღწევებს ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო აღიარება. როგორც საქსტატის დირექტორმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, განისაზღვრა მოსახლეობის საყოველთაო აღწერისა და სოფლის მეურნეობის აღწერის თარიღი. დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები ამ მიმართულებით, დავიწყეთ სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება. აქტიურ ფაზაშია ტურიზმის სტატისტიკის ინტერაქტიულ პორტალთან დაკავშირებული სამუშაოები, მიმდინარე წლის ბოლომდე გაშვებული იქნება შშმ პირთა ინტერაქტიული პორტალი და მუნიციპალური პორტალი”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

კომიტეტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები