გორის მერია: ერთწლიან სტიპენდიას “ეტალონში” გამარჯვებისთვის გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე და მისი კლასის დამრიგებელი მიიღებენ

გორის მერიის მიერ საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატ “ეტალონის” გამარჯვებულისთვის დაწესებულ ერთწლიან 100-ლარიან სტიპენდიას გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე – ზაზა აბისონაშვილი და მისი კლასის დამრიგებელი მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილმა უმასპინძლა, მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

,,გორის ეტალონ მოსწავლესთან ერთად“, ჩემპიონატის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ასევე მე-12 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა – სტეფანიანმა და ნინი მაისურაძემ დაიკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი 25 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კონკურსის მესამე ფინალური ეტაპი ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი ,,ეტალონი“ ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და წახალისებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები