პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონი მიიღო

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მესამე მოსმენით, 77 ხმით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტი მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა. ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებით ერთ-ერთ ფუნქციად პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება განესაზღვრება. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, შესაბამის კანონებში ხდება ანტიკორუფციული ბიუროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ტექნიკური ასახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები