Skytrax-ის პრეზიდენტი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია

საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია.

მიმდინარე წელს, Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა. Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
წელსვე, პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2022“-ზე, TAV Georgia-ის მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებად დასახელდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად, ხოლო თბილისის – ზედიზედ მეცხრედ მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში. Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები