დავით მათიკაშვილი – სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებმა უნდა იზრუნონ და არა – პიარკონსულტანტებმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანას პიარკამპანიას გაუწევს.

მათიკაშვილის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებმა უნდა იზრუნონ და არა – პიარკონსულტანტებმა.

“ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ უფრო მეტი პროვოკაციებით და სიმულაციებით ცდილობენ, ის რეალობა დაანახონ საზოგადოებას, რაც სინამდვილეში არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად შესაძლებელია, იქ როგორც ექსპერტიზის ბიუროს მისვლა და ექსპერტიზის ჩატარება, ასევე, ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანა, რომ მართლაც დადგინდეს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის ნაცვლად პიარკომპანიებს ქირაობს ოჯახი, რომ მოახდინოს გაპიარება იმისი, რაც მაღალი ალბათობით რეალურად არც არსებობს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებმა უნდა იზრუნონ და არა – პიარკონსულტანტებმა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები