ვიქტორ დოლიძე: ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარწმუნებული ვარ, ჩვენზეც აისახება

“სიმბოლურია – ბუქარესტში კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ხაზგასმით ის, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში. ეს არის შეუქცევადი პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოზეც აისახება.

,,გარდა ამისა, დეკლარაციაში მნიშვნელოვანი წილი დათმობილია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის ნატო-სთან. ქვეყნისთვის, რომელიც არის რისკის ქვეშ რუსეთიდან მუდმივად, მას სჭირდება მეტი დახმარება, მეტი თანადგომა, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მოვახერხოთ განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, დარწმუნებული ვარ ჩვენზეც აისახება”,- განაცხადა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები