დავით მათიკაშვილი: ანტიკორუფციულ ბიუროს მაკოორდინებელი ფუნქცია ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროს მაკოორდინებელი ფუნქცია ექნება და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში არსებულ საგამოძიებო ქვედანაყოფების როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ინსტიტუციურად გააძლიერებს.
„შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც პარტიების მონიტორინგის საკითხს აუდიტის სამსახურის ნაცვლად ამზადებს უკვე ანტიკორუფციული ბიურო, მისი ქვემდებარე იქნება.
ბიუროს ექნება მაკოორდინებელი ფუნქცია და ინსტიტუციურად გააძლიერებს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში არსებულ საგამოძიებო ქვედანაყოფების როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს დაამტკიცებს.