თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე, რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს.

გაბუნია მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“ამ ეტაპზე, ცირკულირებს გრიპის ვირუსები, რესპირაციული ვირუსი, ადენოვირუსი და შედარებით ცოტაა კორონავირუსის შემთხვევები. მათთვის მაღალი ტემპერატურაა დამახასიათებელი. მეტი ყურადღებაა საჭირო მცირე ასაკის ბავშვებში, პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი უნდა ნახოს ოჯახის ექიმმა და დაუნიშნონ მკურნალობა.
გრიპის ვაქცინაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. ყველას შეუძლია, გაიკეთოს, განსაკუთრებით საჭიროა ორსულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში”, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები