FT: მსოფლიო ინფლაციამ პიკს მიაღწია და შესუსტებას დაიწყებს

ძირითადი მაჩვენებლით, მსოფლიოში ინფლაციამ პიკს მიაღწია და მალე ის შესუსტებას დაიწყებს, – წერს Financial Times-ი.

ექსპერტების თქმით, მწარმოებლების, საქონლის ფასებმა და ტვირთის ტარიფებმა, ისევე – როგორც ინფლაციურმა მოლოდინებმა, ვარდნა დაიწყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიწოდების ჯაჭვებში პრობლემები მსუბუქდება, რაც დადებითი სიგნალია ცენტრალური ბანკებისთვის.

Moody’s Analytics-ის მთავარი ეკონომისტი, მარკ ზანდი ამბობს, რომ “ინფლაციამ, სავარაუდოდ, პიკს მიაღწია. ფასების ზეწოლის შემსუბუქება და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ფასების ზრდის შენელებას განაპირობებს”.

Moody’s-ის შეფასებით, ოქტომბერში გლობალურმა ინფლაციამ რეკორდულ 12.1%-ს მიაღწია, რაც შესაძლოა, სამომხმარებლო ფასების ზრდის პიკი იყო.

Financial Times წერს, რომ G20-ის თითქმის ყველა ქვეყანამ ოქტომბერში, წლიური თვალსაზრისით, მწარმოებლების ფასების ზრდის ტემპის შენელება დააფიქსირა.

Capital Economics-ის მთავარი გლობალური ეკონომისტი, ჯენიფერ მაკაუნი პროგნოზირებს, რომ გლობალური ინფლაცია შენელებას მომდევნო წელს დაიწყებს, რადგან, მოთხოვნის შემცირების გამო, სასაქონლო ფასები შემცირდება.

გარდა ამისა, მისი აზრით, ენერგორესურსებზე ფასები 2023 წლიდან კლებას დაიწყებს.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში სურსათისა და ენერგიის ხარჯების ცვლილებები სამომხმარებლო ფასების ინფლაციას, დაახლოებით, 3%-ით შეამცირებს“, – თქვა მაკაუნმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები