გიორგი შარაშიძე: 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსხვერპლით ვხვდებით

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი შარაშიძე საკრებულოს სხდომაზე თერჯოლაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, ქალის მიმართ მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და სასტიკი ფორმით ანგარიშსწორების მორიგ ფაქტს გამოეხმაურა და ფემიციდი დაგმო.

„სამწუხაროდ, გუშინ თერჯოლაში მომხდარი უმძიმესი და უსასტიკესი დანაშაული ქალის მიმართ მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და სასტიკი ფორმით ანგარიშსწორების მორიგი ფაქტი მსხვერპლით დასრულდა. 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და, სამწუხაროდ, ამ დღესაც მორიგი მსხვერპლით ვხვდებით. ფემიციდი არის უმძიმესი დანაშაული, რომლის წინააღმდეგ საჭიროა აქტიური მოქმედება. ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ კამპანიაში“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები