გონიოში მიწების დაკანონების მოთხოვნით აქცია გაიმართა

გონიოში მიწების დაკანონების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად გონიო-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან გააგრძელებენ.

შეკრებილების თქმით, მათთან სასაუბროდ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს იწვევენ.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები