სამტრედიაში, იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი შენდება

იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

“ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და საკრებულოს წევრთან, ტარიელ ცომაიასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინჟმშენი 96″ ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები