დავით მათიკაშვილი: ის, რაც ენმ-ს სურდა, რომ ქვეყნისთვის დაემართა, მათ თავად ემართებათ

“ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება სრული კრიზისი”, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მისივე თქმით, დაძაბულობა პარტიას, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, შეიწირავს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება სრული კრიზისი და, ასე ვთქვათ, საკუთარი უუნარობის დემონსტრირება, რაც ალბათ, საბოლოო ლდ, ამ პარტიას, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, შეიწირავს. ისინი, ვისთანაც  უნდა გაერთიანდნენ და საზოგადოებასთან სამომავლო ურთიერთობისთვის რა ფორმაც უნდა გადაწყვიტონ, ცხადია, ამ პარტიის ნეგატიური შიგთავსი და კონტექსტი, ის, რაც ენმ-ს სურდა, რომ ქვეყნისთვის დაემართა, მათ თავად ემართებათ,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები