კახა ლაბუჩიძე: საკრებულომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელიც სკოლის სახელდებას შეეხებოდა

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ბაბუშარას აეროპორტში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის ბესარიონ კივილაძის და სამაჩაბლოს ომში დაღუპული, კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, პირველად არის პრეცედენტი, როდესაც ერთ დაწესებულებაზე ორი გმირის სახელდების საკითხი განიხილება. სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, ვისი აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა.

„აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს N32 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მომართა. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ კომისიის სხდომაზე საკითხი განვიხილეთ. ბესარიონ კივილაძე 1993 წელს 32 წლის ასაკში ბაბუშარას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა. იგი დაჯილდოებულია ვ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი ვ.გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია. იგი 37 წლის ასაკში 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა“ განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები