ფოთის მერია: მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 580 ათასი ლარით მეტია

ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 28 მილიონ 110 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 580 ათასი ლარით მეტია.

ზრდა შეეხება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ მიმართულებას, ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლების, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას.

“ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა – ბექა ვაჭარაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა – ვასილ თოდუამ წარადგინეს.
ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით -5 მილიონ 730 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 4 მილიონ 055 ათასი ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების მიმართულებით განსაზღვრულია -3 მილიონი 350 ლარი, კულტურის სფეროს, რელიგიის, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -4 მილიონ 953 ათასი ლარი.
2023 წელს მუნიციპალიტეტი 6 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული.
შეხვედრაზე, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ მოქალაქეების წინადადებები მოისმინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე- https://tinyurl.com/3st53krc “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები