გერმანელი ექსპერტების ჩართულობით, ქართული საწარმოების ინსტრუქტორების გადამზადების პროგრამა იწყება

საქართველოს სავაჭრო პალატა, შტუტგარტის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, იწყებს ქართული საწარმოების ინსტრუქტორების გადამზადებას და მათთვის გერმანული გამოცდილების გაზიარებას.

პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება გახსნეს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა – გიორგი პერტაიამ და საქართველოში გერმანიის ელჩმა – პიტერ ფიშერმა.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგ კურსებს ინსტრუქტორებისთვის, რომლებიც ქართულ საწარმოებში პროფესიული სწავლების პროცესს წარმართავენ. სასწავლო კურსებს გერმანელი ექსპერტები ქართული კომპანიებისთვის 12-დან 17 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები