მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი – ირაკლი ჩიქოვანი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან; საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, მარკეტა გრეგოროვასთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) წევრთან, რაინჰარდ ბუტიკოფერთან, ასევე, სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები