ალუდა ღუდუშაური: მეორე დღიდან შევუდექით პუნქტების შესრულებას, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, რომლებმაც თითი თითზე არ დაადეს და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციისგან განსხვავებით ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე მუშაობა თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო.
მისივე თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
“გამოვიჩინეთ ის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს და ამიტომ მეორე დღიდან შევუდექით ამ პუნქტების შესრულებას, რასაც ვერ ვიტყვით იმ რადიკალ და უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე, რომლებმაც თითი თითზე არ დაადეს და არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მე მჯერა, რომ იქნება სამართლიანად ამჯერად მაინც დანახული ის ძალისხმევა და სულისკვეთება რაც ჩვენ, “ქართულ ოცნებას” ქართველ ხალხთან ერთად გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს”,- აღნიშნა ღუდუშაურმა.