პაველ ჰერჩინსკი: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა და მნიშვნელოვანია, ის გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს.

„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი და არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა და მნიშვნელოვანია, ის გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. ამაზე ისაუბრა ოლივერ ვარჰეიმაც. ეს რეკომენდაცია იძლევა ჩარჩო სისტემას, რომლის მიხედვითაც არ უნდა იყოს პირების ზეგავლენა პროცესებზე. რა გზებით იქნება ეს განხორციელებული, ეს საქართველოს გადასაწყვეტია. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში. ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისიც არის პარიზში. ევროკავშირის შტაბ-ბინა არის ბრიუსელში. ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მე ვარ ევროკავშირის ელჩი და ჩემთვის არაა კომფორტული, ვისაუბრო სხვა ორგანიზაციის საქმიანობაზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები