“ხელისუფლების გადაბარებას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში არიან მხილებულები” – გია ვოლსკი

“ხელისუფლების გადაბარებას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში არიან მხილებულები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ეს ადამიანები „ლელოს “აკრიტიკებენ, რომელმაც “დიალოგი” ახსენა.

„არ შეიძლება, დავიჯეროთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ლელოსგან“ რაიმე ნიშნით განსხვავდება. იმ ილუზიას ქმნიან, რომ თითქოს სხვადასხვა პლატფორმა და პოზიცია არსებობს, მაგრამ ყველას ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს და მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ქვეყანას საზარბაზნე ხორცად აქცევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები