ირაკლი კობახიძე – „მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს, ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა
ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს.
„მეშვიდე საკითხი – სხვადასხვა ცვლილება კანონმდებლობაში. ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა. ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონების მიღებამდე, 150 პოლიტიკურ აქტივისტს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც ანგარიშის ავტორი ამგვარ კანონებს აპროტესტებს, ესეც მისი პოლიტიკური მიკერძოების უტყუარი ნიშანია”, – განაცხადა პრემიერმა.