ქუთაისის უნივერსიტეტში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
ქუთაისის უნივერსიტეტმა USAID-ის მხარდაჭერით, IFES Georgia-ს მიერ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) ერთად ტოლერანტობის დღე აღნიშნა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე “ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები”, რომლის მიზანიც აკადემიური წრეების, ახალგაზრდობის, მასმედიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ტოლერანტობის თემით დაინტერესებაა.
ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო და როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება, ყოველწლიურად აღინიშნება.