სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სამსახურის ანგარიშები და კონკრეტული უწყებების მიმართ მომზადებული რეკომენდაციები მოისმინეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სამსახურის ანგარიშები და კონკრეტული უწყებების მიმართ მომზადებული რეკომენდაციები მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ ჯგუფის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა აღნიშნა.
მისივე თქმით, აუდიტის ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწერილი აქტივობები, წლის ბოლომდე შესრულდეს და აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე, სახელმწიფო უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციები მოისმინოს.
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა ეფექტიანობის აუდიტის შესახებ, აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში, საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და შესაბამისი უწყებებისთვის მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს. მთავარი აუდიტორის მოადგილემ, დავით გოგიჩაიშვილმა და აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სხდომაზე განსახილველ საკითხებზე მოხსენებები წარადგინეს და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რომლებიც ეროვნული მუზეუმის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, ასევე იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებული ერთეულების და ჯანდაცვის უწყების მიმართ გაიცა. აღინიშნა, რომ შესაბამისი უწყებები სრულად იზიარებენ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და მზაობას გამოთქვამენ აღმოფხვრან ის ხარვეზები, რაც აუდიტის პროცესში გამოვლინდა.
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე საკითხების განხილვა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დეპუტატებმა კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს და მათი შესრულების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები