„ომი, ძილი და სიყვარული” – უკრაინის მხარდასაჭერად მწერლების ერთობლივი საღამო გაიმართება
22 ნომბერს, 20 საათზე, მწერლების ბარში – H2SO4 პროზაიკოსების: ეკატერინე ტოგონიძისა და თეონა დოლენჯაშვილის ერთობლივი საღამო – „ომი, ძილი და სიყვარული” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს საღამო უკრაინის მხარდასაჭერად ტარდება.
ავტორების ბოლო ტექსტებში რეფლექსირებული თემები ომის ტრავმას განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს და მწვავედ ეხმიანება მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. თანატოსის გამარჯვება თუ გადარჩენა; გარიყულობის სინდრომი – სენი თუ ფსიქიკის ერთგვარი ფარი; სიყვარული – ერთადერთი ხსნა ომიანობის დროს და სიყვარულის ნაკლებობა – სისასტიკის სათავე.