გია ცაგარეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებსა და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და როგორც ჩანს, ცხელი ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია

“ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებსა და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და როგორც ჩანს, ცხელი ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა  „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირებულ ადამიანებს ერთად მუშაობის რესურსი არ გააჩნიათ.

„ეს იქნება უკვე ორი, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებული დაჯგუფების დაუნდობელი ბრძოლა. ვფიქრობ, მთელი ეს ორი თვე, ე.წ. ცხელი შემოდგომის გასტანს ამ დაპირისპირებაში. ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებსა და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და როგორც ჩანს, ცხელი ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია. რასაც ახლა ვუყურებ, დაპირისპირებულ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი რესურსი ერთად მუშაობის, ერთად ყოფნის ერთპარტიულ სივრცეში და აუცილებლად, ეს ბრძოლა უფრო დაუნდობელი გახდება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები