ბექა ოდიშარიამ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო Globalize UK Conference მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც სტარტი 17 ნოემბერს ლონდონში აიღო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია სამუშაო ჯგუფებსა და პანელურ სესიებზე დიასპორელი სტარტაპერების, პოტენციური უცხოელი ინვესტორების, ადგილობრივი ტექ-ქომუნითის, სავაჭრო ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების,  დარგის მეცნიერების და სხვა პარტნიორების მონაწილეობით გაგრძელდა.

“მომხსენებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების  და მათი გამოყენების შესახებ  წარადგინეს მოსაზრებები.

კონფერენციის ფარგლებში პანელურ სესიებზე განიხილეს საქართველოს,  როგორც  რეგიონული ცენტრის საინვესტიციო შესაძლებლობები. იმსჯელეს განვითარებადი ტექნიკური სტარტაპების ინვესტირების,  ინოვაციურ ტექნოლოგიაში ქალების მონაწილეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური გუნდების ეფექტური მართვის და ციფრული მეწარმეობის და ტრანსფორმაციის შესახებ.

ბექა ოდიშარიამ პანელური სესიების მომხსენებლებს სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ეს პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა სტარტ-აპერებისა და ექსპორტიორებისთვის წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რაც  ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცებას და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად აუცილებლად მივაღწევთ დღევანდელი კონფერენციის მიზნებს: გაფართოვდეს რეგიონული ინვესტიციები, გაიზარდოს ექსპორტი და სტარტაპ-იდეები გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის ბაზარზე. სწორედ, ახალი ტექნოლოგიები განაპირობებს ქვეყნის და ერის წარმატებას”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ სანიკიძემ, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები