ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს ერთმანეთს

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ალი ასადოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ერთმანეთს მიულოცეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.
კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მაღალ დონეს, რომელიც ურყევ მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ მოიწვია თავისი კოლეგა თბილისში, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით.
პრემიერმინისტრების თქმით, აღნიშნული ვიზიტი სასარგებლო იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები