ლაშა ხუციშვილი: 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი.

აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, პროექტების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი წყაროებიდან: მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსება იქნება 1 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან დაფინანსდება 420 მილიონი ლარის პროექტები; მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს 340 მილიონ ლარზე მეტ პროექტებს; საერთაშორისო პარტნიორებიდან თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტების დაფინანსება შეადგენს 170 მილიონ ლარამდე;

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 730 მილიონ ლარამდე, საიდანაც 530 მილიონ ლარამდე არის შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1 მილიარდ 220 მილიონ ლარამდე, მათ შორის: რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მიიმართება 660,0 მლნ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს, თუმცა მონაკვეთების ნაწილი ექსპლოატაციაში შევა 2023 წელს; სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი.

გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე მიიმართება 40 მილიონი ლარი; ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოყოფილია, ასევე, 40 მილიონი ლარი; ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და გზის მშენებლობაზე მიიმართება 220 მილიონი ლარი; კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე გამოყოფილია 190 მლნ ლარამდე;  წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 530 მლნ ლარამდე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულიაP 450 მილიონი ლარი; • იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გათვალისწინებულია 250 მილიონ ლარზე მეტი; • ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებზე გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი; • მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 50 მილიონ ლარზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები