“ოპოზიციის აშკარად შეთხელებული რეიტინგები იმ სტრატეგიის სიმცდარეს აჩვენებს, რითაც ქართული ოპოფლანგი ბოლო წლებია, მოქმედებს” – ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე
ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ოპოზიციის შეთხელებული რეიტინგები იმ სტრატეგიის სიმცდარეს აჩვენებს, რომლითაც ქართული ოპოზიცია ბოლო წლებია მოქმედებს. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ოპოზიციის აშკარად შეთხელებული რეიტინგები იმ სტრატეგიის სიმცდარეს აჩვენებს, რითაც ქართული ოპოფლანგი ბოლო წლებია, მოქმედებს. ამ თემატიკას სხვა დროსაც შევხებივარ და ვფიქრობ, აქტუალურობა არც დღეს დაუკარგავს.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ ე. წ გავრილოვის ღამის აგორებული ტალღის რევოლუციური სცენარიდან მოყოლებული, გაერთიანებული ოპოფლანგის ე.წ პიკურმა აქციებმა და გადათხელებულმა დამსწრე ელექტორატმა, ცხადად ანახა, რომ :
1. ადამიანებს ნაკლებად აღელვებთ, ან სულაც არ აინტერესებთ არჩევნები რა წესით ჩატარდება, პროპორციულით, მაჟორიტარულით, თუ გერმანული მოდელით. არჩევანის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გააჩნია არჩევანის თავისუფლებას პროპორციული ცალსახად რამდენად გამოხატავს და მეორეც, ვინ აპროტესტებს, ამაშია საქმე. შესაბამისად, ეს ნაკლებად არის ელექტორალური სატყუარა.
2. დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ სხვა პრობლემები აწუხებს, იქნება ეს დასაქმება, თუ ხვალინდელი პერსპექტივა. ოპოფლანგი მათ მიერ პირდაპირ თუ ირიბად კონტროლირებადი მედიასივრცის მაქსიმალური გამოყენებით, ნეგატივის გარდა, სხვა რეალობას და პერსპექტივას უბრალოდ ვერ სთავაზობს.
გარდა ამ უმთავრესი ფაქტორისა არის სხვა ქვეფაქტორებიც, რამაც დღევანდელი ოპოფიასკო განაპირობა.
3. ე.წ მეინსტრიმული ოპომედიის ცალსახად ნეგატივი – ყველას მინუს ერთი, ფაქტობრივად , არის რევოლუციური სცენარი, რაც გასულ წლებში ჩვენმა საზოგადოებამ კარგად ნახა, დაქცეული ეკონომიკის და სამოქალაქო დაპირისპირების კატატროფული შედეგებით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, რასაც დღემდე ვიმკით.
4. სხვადასხვა ანტაგონისტური მოძრაობის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება ხშირად საპირისპირო ეფექტს უფრო იძლევა, რადგან ამა თუ იმ მიმართულების ელექტორატი “ლიდერშიპის” ამ საოცარ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას უბრალოდ ვერ/არ იღებს.
5. სახელისუფლებო ნავიდან გაქცეული ე.წ ვირთხების ხშირი ტირაჟირება ოპოზიციურ ტელესივრცეში და მათ მიერ “ოცნების” კრიტიკა, ზოგჯერ ზღვარგადასულიც, უარყოფით ეფექტს უფრო ატარებს და ნაკლებად სარგებლობენ პატივისცემით, მარტივი მოტივით -აქამდე სად იყავით?
6. მიუხედავად ჯერ კიდევ არასასურველი და დაბალი ცხოვრების დონისა, გასულმა წლებმა აჩვენა, რომ სტაბილურობა გადაწონის ყველაფერს, თუ ხელისუფალი სახელმწიფოებრივ, ან კონსტიტუციურ დანაშაულს არ ჩაიდენს, მაგ. მიზანმიმართულად ჩააგდებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, ან უარს იტყვის სახელმწიფო დამოუკიდებლობაზე, ან ჩვენ შემთხვევაში აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.
7. ოპოფლანგის “ლიდერშიპის” მიზნები და ამოცანები, ისევე როგორც კრეატივის დეფიციტი, აცდენილია თავისივე ელექტორატის მოთხოვნებთან, რადგან ის მხოლოდ საკუთარი ეგოს და კეთილდღეობის დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
8. და მთავარი, დღეს “ნაციონალების” “ლიდერშიპის” და მასთან აფილირებული პარტიების ბოლო განცხადებები, თუნდაც ევროკომისარ ვარჰეის ვიზიტზე, ისევე როგორც ადრე პარლამენტის თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოების პიკეტირებაზე, თუ ბათუმის პორტში ვითომ სანქცირებული რუსული ტვირთით დატვირთული გემების შემოსვლაზე, არის რა ქვეყნისათვის დამაზიანებელი, სხვა ანტისახელმწიფოებრივ ფაქტორებს თავი რომ დავანებოთ, ოპოფლანგის თავისებური, ვაბანკზე წასვლის და საკუთარი რენომეს გადარჩენის უიმედო მცდელობა უფროა, რაც საკმაოდ მაღალ რისკებსაც შეიცავს, ისევ მათთვის საზიანოა და ვერანაირი “რებრენდინგი” და შიდა პარტიული პრაიმერი ამას ვერ გადაწონის.
9. დრომ აჩვენა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი პროვოკაციებისა და ცალკეული პირების მხრიდან ეგზალტირებული ადამიანების არასამართლებრივი ქმედებებისკენ მოწოდებებისა, ყველაფერი მაინც დიდწილად ხელისუფლების კრიზისული მენეჯმენტის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, რამაც პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარების არაძალადობრივ და სამართლიან ჩარჩოში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.
10. ბატონ ვარფეის საინვესტიციო შემოთავაზებებმა ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ციფრული ჰაბად ქცევის პერსპექტივით, კიდევ უფრო რეალისტური გახადა ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ახლა ოპოზიციის რადიკალური ფრთა თავისი საფირმო დაღრეჯილობით, სულაც თავდაყირა რომც დადგეს”, – წერს ცუცქირიძე.