2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული და ჯამში მათი დაფინანსება 7,0 მილიარდი ლარია;
რესურსის 26 პროცენტი – 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე;
11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე;
ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება;
კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს;
გარემოს დაცვა – 617 მილიონ ლარს;
პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი;
სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება – 192 მილიონი ლარი;
საგარეო ურთიერთობები – 183 მილიონი ლარი;
ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი;
ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება.