ლაშა ხუციშვილი: 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს

2023 ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებაზე. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
• სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს – გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა;
• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით; სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით; სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა; სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება – მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციებით მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება; იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი;
• პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მლნ ლარს: გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე; ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები