კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და ზუგდიდის დანაყოფებს ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და ზუგდიდის მთავარ სამმართველოებს ესტუმრნენ.
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის მე-8, ზუგდიდის მე-2 და სოფელი რუხის 1-ელი საჯარო სკოლების მეექვსე და მესამე კლასის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს. სკოლის აღსაზრდელებმა, ასევე, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებსა და მათზე რეაგირების შესახებ ცოდნა აიმაღლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვადასხვა დანაყოფში ვიზიტები აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრების მთავარი მიზანი სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობაა.