ლაგოდეხში სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა 

12-13 ნოემბერს, ლაგოდეხში სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ჭადრაკში. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ტურნირში მონაწილეობა კახეთის მასშტაბით 38-მა მოჭადრაკემ მიიღო.

“ქალ მოჭადრაკეთა შორის:
1-ელი ადგილი დაიკავა ანა ლიმარმა 7 ქულით,
მე-2 ადგილი მარია ლიმარმა 5.5 ქულით,
ხოლო მე-3 ადგილი ნანი
უნაფქოშვილმა 5 ქულით.

ვაჟთა შორის:
1-ელი ადგილი დაიკავა ალექსანდრე წანაწყენიშვილმა 6.5 ქულით,
მე-2 ადგილი გიორგი წანაწყენიშვილმა 5.5 ქულით,
ხოლო მე-3 ადგილი ზურაბ გამრეკელაშვილმა 5 ქულით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები