ირაკლი ქადაგიშვილი: ვალდებულება გვაქვს, რომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ

“ვალდებულება გვაქვს, რომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ. ამ გრაფიკს არ ჩამოვრჩებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაც მნიშვნელოვანი იქნება.

„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაც მნიშვნელოვანი იქნება. თუ მათი მხრიდან სხვა რეკომენდაცია იქნება, ამ რეკომენდაციის შემდგომში გათვალისწინება შესაძლებელი იქნება. დეოლიგარქიზაციაზე ოლივერ ვარჰეის განცხადება არის ის, რაზეც ზუსტად ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დებიძინიზაცია, როგორც ეს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. უნდა იყოს კანონი, რომელიც ობიექტურ კრიტერიუმებს მოიცავს და ვინც ამას დააკმაყოფილებს, ის იქნება რეესტრის წევრი. სხვა შემთხვევაში, სხვა ყველა განცხადება პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები