ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემის – Me voy a comer el mundo ჟურნალისტებს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში, ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც 3 სატელევიზიო არხით: Canal Cocina, Selekt, El Gourmet ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიცემა.

50-წუთიან სატელევიზიო გადაცემაში მილიონობით მაყურებელი, საქართველოს ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, ქართულ კულტურასა და სამზარეულოს გაეცნობა. ტურის ფარგლებში, გადამღები ჯგუფის წევრები თბილისს, მცხეთას და წალკაში დაშბაშის კანიონს ეწვივნენ. პრესტურის მიზანი ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები