პარლამენტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა

????????????????????????????????????

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილებები შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის შემადგენლობაში შემავალი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნისა და ცალკეულ თანამდებობებზე წოდებრივი ზღვრების განსაზღვრის საკითხს.
კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის შემადგენლობაში შემავალი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დანიშნავს სამსახურის უფროსი ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურებთან საკითხის შეთანხმების გარეშე, ისევე როგორც ეს ხდება სამსახურის სხვა დანაყოფების ხელმძღვანელთა მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მეორე ცვლილებით, სამსახურს მიეცემა სამართლებრივი საფუძველი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ცალკეულ თანამდებობებზე წოდებრივი ზღვრები განსაზღვროს კატეგორიების მიხედვით.
კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა. კანონპროექტზე კენჭისყრა გაიმართება ხვალ, 16 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები