“ვიაგრას” თვითნებურად მოხმარება სახიფათოა – ექიმები ჯანდაცვის რეფორმას ეხმაურებიან

  ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის რეგულირებას ეხება, მედიკოსთა უმრავლესობა მიესალმება. პრაქტიკოს ექიმებს მიაჩნიათ, რომ მინისტრის ინიციატივა დროული და ცოტა დაგვიანებულიც არის. ყველა მათგანი თანხმდება, რომ საქართველოშიც, ისე როგორც ყველა ცივილურ ქვეყნაში ხდება, აფთიაქებში წამალი ექიმის რეცეპტის გარეშე არ უნდა გაიცეს. თუმცა, კითხვები, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, თავად ექიმებსაც აქვთ.
შალვა პეტრიაშვილი, გულ-სისხლძარღვთა ექიმი: „ეს, რა თქმა უნდა, კარგია და რეცეპტმა უნდა დაარეგულიროს წამლების გაცემა. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია. ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ უნდა გამოწეროს რეცეპტი – ოჯახის ექიმმა თუ კონსულტანტმა. გასარკვევია ძალიან ბევრი რამ, თუმცა, თავად რეცეპტის პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. 10603143_796281260394369_438834734_nეს მეთოდი მიღებულია. როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები და პირადი მოხმარებისთვის მჭირდება მედიკამენტი, აფთიაქში ვაჩვენებ ჩემს პირადობას, ექიმის დამადასტურებელ მოწმობას და ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვყიდულობ მედიკამენტს, აქ როგორ იქნება ეს საკითხი, არ ვიცი. ვფიქრობ, თავდაპირეველად, ბევრი უხერხულობა შეიქმნება საზოგადოებაში“.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებენ პრაქტიკოსი ექიმებიც.
გურამ გორგილაძე, ალადაშვილის სახელობის კლინიკის ყელ-ყურცხვირის მიმართულების ხელმძღვანელი: „სწორად მიმაჩნია, რომ აფთიაქებში რეცეპტის გარეშე წამალი არ უნდა გაიცეს. დროა, უკვე დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც მოქალაქეებს თავად აფთიაქის გამყიდველები მკურნალობდნენ. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი ექიმთან არც კი იყო მისული, შესაბამისად, არ იცოდა ზუსტი დიაგნოზი და აფთიაქის გამყიდველი მკურნალობას უნიშნავდა“.
ასეთივე დადებითი პოზიცია აქვს „კვირასთან“ საუბრისას პროფესორს უროლოგიის დარგში გოგი ბოჭორიშვილს: „ჯანდაცვის სამინისტროს ინციატივას მივესალმები, უფრო მეტიც, აუცილებელი და საჭიროა თუნდაც, იმიტომ, რომ რეცეპტურის სისტემით წამლების მიმოქცევა დარეგულირდება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი იღებს ისეთ მედიკამენტს, რომელიც სხვა პათოლოგიას იწვევს და სხვა დაავადების მაპროვიცირებელი ხდება… 10602602_796280647061097_1606758285_nთვითმკურნალობას უნდა შეეშვათ. ცივილიზებულ სახელმწიფოში თვითმკურნალობა მიუღებელი და გამორიცხულია, დროა საქართველოში თვითმკურნალობას ბოლო მოეღოს“, – აღნიშნა გოგი ბოჭორიშვილმა.
არჩილ ბაქრაძე, სექსოლოგი პროფესორი: „ჯერჯერობით კომენტარს არ გავაკეთებ… ვნახოთ, სექტემბრში მოვლენები როგორ განვითარდება და რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. თუმცა, მინისტრის ინიციატივას მივესალმები და ერთი რამ ცხადია, რომ აფთიაქებში მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ უნდა გაიცემოდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა მოჰყვა.
განსაკუთრებით სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმებზე. „იმ ასაკში ვარ, რომ უკვე „ვიაგრა“ მჭირდება, განა რამდენი უნდა მოვიმარაგო, რომ მომავალშიც დამჭირდეს. არადა სექსოლოგთან წამსვლელი მე არ ვარ“, – წერს „თბილისის ფორუმზე“ ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამინისტროს ინიციატივას ამ სიტყვებით გამოეხმაურა.
ახალგაზრდის მოსაზრებას პროფესიონალები პასუხობენ:
შალვა პეტრიაშვილი: „ვიაგრა“ – სისხლძარღვებს აფართოებს, ამიტომ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები აქვს. ის ერთ-ერთი მძლავრმოქმედი პრეპარატია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით უნდა იყოს გაცემული. მისი მოხმარება ექიმის მითეთების გარეშე არ შეიძლება და მიუღებელია. „ვიაგრას“ ზედოზირება შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
გოგი ბოჭორიშვილი, უროლოგი: „ვიაგრა – ეს ძალიან კარგი მედიკამენტია, მაგრამ ფანტასტიკური უარყოფითი მოქმედება აქვს. ისეთი მედიკამენტი, როგორიცაა „ვიაგრა“, გარკვეულ ხიფათებთან არის დაკავშირებული, ის ძალიან სახიფათო პრეპარატია, რომელიც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლას“. 10588979_796281810394314_1920545093_n
არჩილ ბაქრაძე, პროფესორი, სექსოლოგი: „რაც შეეხება „ვიაგრას“, ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც „ვიაგრასგან“ გამოწვეული გართულებების შემდეგ ჩემთან მოდიან და მკურნალობენ. სწორედ ამიტომ არის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელი, რომ ვისაც როგორ და რამდენიც უნდოდა, ისე ყიდულობდნენ, არადა ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა.
ცნობისათვის: „ვიაგრა“ არის მედიკამენტი, რომელიც, ძირითადად, გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ. „ვიაგრას“ შემადგენელი ძირითადი კომპონენტია სილდენაფილის ციტრატი, იყიდება სახელწოდებებით: „ვიაგრა“, „რევატიო“ და სხვა სავაჭრო სახელებით. ეს წამალი ერექციული დისფუნქციის დროს გამოიყენება. თავიდან ეს საშუალება ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს. 1998 წელს „ვიაგრა“ გამოვიდა ბაზარზე და ერექტიული დისფუნქციის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. სილდენაფილის მძიმე გვერდითი ეფექტებია: პრიაპიზმი (ხანგრძლივი ერექცია, მძიმე დაავადებაა!), ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმიები, ინსულტი, გაზრდილი ინტრაოკულარული წნევა, სმენის დაკარგვა. შეგახსენებთ რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 1 სექტემბრიდან 6000-მდე დასახელების წამალი რეცეპტის გარეში არ გაიცემა. მათ შორის არის პრეპარატი „ვიაგრაც“.

                                                                                                                                                                                                                      იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები