ირმა ინაშვილი არჩილ კბილაშვილს: გამოგათრევთ მაგ კომფორტული სოროებიდან!

   ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ყოფილ პროკუროს, არჩილ კბილაშვილს ემუქრება. ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კბილაშვილს მიმართავს – „გამოგათრევთ მაგ კომფორტული სოროებიდან!“
გარდა ამისა, ჟურნალისტის აზრით, კულტურის ახალმა მინისტრმა მიშა გიორგაძემ საყდრისთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის აზრებს მოუსმინა და საყდრისის მცველებთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ვინც კულტურის ახალ მინისტრს მიშა გიორგაძეს იცნობს, ის დაიჯერებს, რომ ამ თანამდებობის მიღებამდე მიშა გიორგაძე იჯდა და საყდრისის თემას ეცნობოდა?! მრავალი წელია მიშას ვიცნობ, პირველ არხზე ერთადაც ვმუშაობდით, მაგრამ… საყდრისზე ფიქრი აშკარად მისი სტილი არაა. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ გიორგაძე კულტურის სამინისტროში მივიდა და პირველი, რაც გააკეთა, რა არის? საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს მიმართა. მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის აზრებს მოუსმინა, საყდრისის მცველებთან შეხვედრაზე უარი თქვა და მეტიც, პირდაპირ სასამართლოში წავიდა,- არიქა, ისევ წაართვით საყდრისს ისტორიული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიო… მინდა მიშაც გავაფრთხილო, ვინმე ნიკოლზ ანთიძეც და სხვა ამხანაგებიც: საყდრისს არ დავთმობთ! პერსონალურად ვაფრთხილებ RMG-ის მრჩეველს არჩილ კბილაშვილს: გამოგათრევთ მაგ კომფორტული სოროებიდან!“, – წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები